საკონსულტაციო ცენტრში თქვენ შეძლებთ:
- გაიაროთ სიღრმისეული ბიზნეს-დიაგნოსტიკა ცენტრის თანამშრომელთან ერთად და დაადგინოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებები
- მიიღოთ მონაწილეობა თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგსა და/ან სამუშაო შეხვედრაში
- დარეგისტრირდეთ ცენტრის მიერ დაგეგმილ ნებისმიერ სხვა ღონისძიებაზე
- შეხვდეთ სხვადასხვა აქტიურ და წარმატებულ მეწარმეს გამოცდილების გაზიარების მიზნით
თქვენს ბიზნესზე/ინტერესზე მორგებული ღონისძიებების სანახავად გადადით თქვენს პირად სივრცეში.
|
მომსახურების აღწერა |
ბიზნეს უნარების გაუმჯობესება მიზნად ისახავს მეწარმე სუბიექტის საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების დაგეგმვას, ბიზნეს შეხვედრების და მენტორული სესიების ორგანიზებას.
ამ მომსახურების ფარგლებში შეძლებთ გაიუმჯობესოთ ბიზნეს უნარები შემდეგი ექვსი ძირითადი მიმართულებით:
- გაყიდვები და მარკეტინგი
- საგადასახადო საკითხები
- იურიდიული საკითხები
- ფინანსები და ბუღალტერია
- ბიზნეს მოდელირება და სტრატეგიის დაგეგმვა
- გაციფრულება
ცენტრი გთავაზობთ შემდეგი ტიპის ღონისძიებებს:
- ტრენინგები - 2-7 დღის ხანგრძლივობის კომპლექსური სწავლება შერჩეულ თემაზე;
- სამუშაო შეხვედრები (workshops) – 2-7 საათის ხანგრძლივობის პრაქტიკული აქტივობები და სწავლება;
- სასწავლო პროგრამები - უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით შემუშავებული გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა;
- ბიზნეს შეხვედრები - სექტორული შეხვედრები, რომელიც ემსახურება გამოცდილების გაზიარებას და ბიზნესის წრეებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას;
- მენტორული სესიები - სხვადასხვა დონის გამოცდილების მქონე მეწარმეთა შორის (მათ შორის მოწყვლად ჯგუფებში, როგორიცაა ქალები, შშმ პირები, იძულებით გადაადგილებული პირები და ა.შ) გამოცდილების გაზიარება.
|
მონაწილეობის კრიტერიუმები დაინტერესებულ მეწარმეთათვის |
- დარეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად
- რეგისტრირებულია რეგიონული საკონსულტაციო ცენტრის წევრად
- კონკრეტულ ღონისძიებაზე დასწრების მიზნით გავლილი აქვს შესაბამისი რეგისტრაცია თავის პირად სივრცეში
- არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი
- არ არის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად I ან II კატეგორიის საწარმოს მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირი
|
მომსახურებით სარგებლობის ეტაპები |
- მომსახურებით სარგებლობის მსურველი მეწარმე ონლაინ პლატფორმაზე დამოუკიდებლად ან ცენტრის თანამშრომლის დახმარებით ქმნის პირად სივრცეს
- მეწარმე, სურვილისამებრ, ავსებს დიაგნოსტიკის კითხვარს ცენტრის თანამშრომლის დახმარებით
- დიაგნოსტიკა დაადგენს მეწარმის ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს
- მეწარმეს, რომელსაც არ აქვს გავლილი ბიზნეს დიაგნოსტიკა, შეძლებს ტრენინგზე/ სამუშაო შეხვედრაზე დასწრებას, თუკი მეწარმე სუბიექტებით დაკომპლექტებული ჯგუფის შემდე დარჩება თავისუფალი ადგილი კონკრეტულ ღონისძიებაზე.
|
თანადაფინანსების მოცულობა და სხვა პირობები |
ღონისძიებებზე მონაწილეობა დაინტერესებულ მეწარმეთათვის, გარდა გაციფრულების მიმართულებით დაგეგმილი ზოგიერთი ღონისძიებისა, არის უფასო.
კონკრეტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის პირობები განისაზღვრება სააგენტოს მიერ და გამოქვეყნდება საკონსულტაციო ცენტრების ოფიციალურ ვებ გვერდზე.